rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

пятница, 7 мая 2010 г.

ძალიან მიყვარხარ, დე...

უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ვცდილობ რამე დავწერო. არა, ნუ იფიქრებთ, რომ მოსაყოლი აღარ მაქვს და ამიტომ... უბრალოდ, ვერაფრით ვაიძულე თავი, რამე მხიარული დამეწერა. მილიონი კარგი, ლამაზი და მხიარული რამ მახსენდება, მაგრამ განწყობა მაქვს ისეთი საშინელი, ამ კარგის, მხიარულის და ლამაზის გადმოცემა მიჭირს, ეგეც არ იყოს, ვერ ვხედავ მათ ადგილს ამ ბლოგზე.
რამდენიმე დღეა დედაჩემი ძალიან ცუდადაა. ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურადაა ცუდად. ქალი, რომელიც რკინისგან გვეგონა გაკეთებული, რომელიც, მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, გასაჭირისა და იმედგაცრუებისა, არასოდეს წაქცეულა, ნელ-ნელა საკუთარ თავს აღარ გავს. უფრო სწორად, უცბად შეიცვალა, სხვანაირი გახდა - სუსტი, ბრძოლისუნარდაკარგული და უმწეო.
გუშინ მორიგი ქიმია უნდა გაეკეთებია. აღარ გაუკეთეს. სახლში წოლა და კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნის შემთხვევაში, წვეთოვანის დასადგმელად ექთნის გამოძახება "დაუნიშნეს" პოლონეთის მედიცინის კორიფეებმა. არ ვიცი, მართლა არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა, როდესაც ამ ყველაფერს აქ ვწერ, როცა სხვის პირადულზე ასე დაუფიქრებლად და ღიად ვლაპარაკობ. არც ის ვიცი, დედაჩემმა, ან ჩემმა რომელიმე დამ ეს ყველაფერი რომ წაიკითხოს რა რეაქცია ექნებათ. ერთი ის ვიცი, რომ ეგოისტურად საკუთარ თავს ვათავისუფლებ, სახლში რასაც ვერ ვამბობ, რაზეც ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობ, აქ ვყრი ყველაფერს. ყველა გავურბივართ ზედმეტ ლაპარაკს, ტაბუდადებულ თემად იქცა დედაჩემის ჯანმრთელობაზე ერთმანეთითსთვის რამის თქმა. ყველა საშინლად განვიცდით და ერთმანეთს არ ვაჩვენებთ ჩვენს განცდებს, არ ვიცი, ვუფრთხილდებით ერთმანეთს თუ გვეშინია, რომ რამე ისეთი არ ვთქვათ, რაც... ნაწილობრივ კარგია ეს ჩუმად ყოფნა, მაგრამ შიგნიდან ვინგრევით ყველა, საკუთარ თავს აღარ ვგავართ, ერთმანეთს გავურბივართ...
ძლივს შევიკავე გუშინ თავი ხმამაღლა რომ არ მეტირა. ჩავეხუტე დედას და ჭაღარა თმაზე მივეფერე-უსიტყვოდ, ხმის ამოუღებლად. თავად ტიროდა, უსიტყვოდ, მაგრამ მწველი, იმედდაკარგული ადამიანის ცრემლებით ტიროდა. ჩემმა დამ გადაწყვიტა, თბილისში წამოიყვანოს. წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, ვერ შეძლო.
ხვალ მოფრინავენ...
2 კვირაში მე და ჩემი შვილებიც ჩამოვალთ, ალბათ...
ძალიან, ძალიან მიყვარხარ, დე...

6 komentarze:

Nicole комментирует...

არ გეტყვი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, არ გეტყვი, დამშვიდდი, რადგან არსებობს რაღაცები, რისი შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია-მეთქი, გეტყვი, რომ ძალიან მტკივა გული, ძალიან მიყვარხარ და შენი დარდი და წუხილი ჩემი დარდი და წუხილია!

Geo комментирует...

რომ ვკითხულობდი, მეც ცრელმები თავისით ჩამომივიდა :(((

city girl комментирует...

გული დამწვა შენმა პოსტმა. მე იგივე მაქვს გამოვლილი მამაზე. დარდი გამიახლა. ეგ არაფერია თუ წერ, არაფერია თუ მეც გამოვეპასუხე ამ პოსტს რადგან ადამიანის ბუნებაა როდესაც ხედავს სხვის ძალებს იგივე სიტუაციაში მასაც ემატება რაღაც ძალა. გისურვებ შენც და შენი ოჯახის წევრებს ამ ძალის მოცემას რაც ეხლა ასე გჭირდებათ. დედამ იცის კარგად რა ხდება თქვენში და ნუ დაანახვებთ მას თქვენს სისუსტეს.

ლოლიკა комментирует...

city girl, ვცდილობ ვიყო ძლიერი, რომ დედას არ დავანახო როგორ მიჭირს.

Mirabella комментирует...

დედას გეფიცები ცრემლებში ვზივარ. : (( უფალს მთელი გულით ვთხოვ დაგეხმაროთ. სიტყვები ზედმეტია აქ, დედა ყველაზე თბილი ადამიანია,როცა წერ რომ მოეფერე უსიტყვოდ ჭარარა თმაზე ყელში ბურთი გამეჩხირა... გაფიქრებაც კი ძნელია ასეთ მდგომარეობაზე....დედას როცა ტკივა, თითქოს ხორცები გეგლიჯება ადამიანს და რა საშინელია იმ უსუსურობის შეგრძნება,როცა ვერ შველი მის ტკივილს :( ძალიან მინდა შემოვიდე ერთ დღეს შენთან ბლოგზე და შენი გახარებული პოსტი წავიკითხო, რომ დედა უკეთაა და იღიმის :*

Mizi Margueron комментирует...

ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ გამეყვანა, მაგრამ ის არასდროს მჯეროდა მართლწერის, მე სხვა არჩევანი არ მქონდა, რომ შევეცდები შელოცვა, და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას