rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

вторник, 11 мая 2010 г.

მჯერა...

რამდენიმე დღეა უაზროდ დავბოდიალებ ბლოგიდან ბლოგზე. უაზროდ ჩემი ბლოგისთვის, რადგან მინდა დავწერო და ვერ ვწერ, სიტყვები თავში და გულში ტრიალებს, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობ, ვერ გადმოვცემ... ჰოდა, ამ უაზრო ბოდიალში რამდენიმე ძაააალიან კარგი ბლოგი ვიპოვე და რამდენიმე, მართლაც რომ ძაააალიან კარგი პოსტი წავიკითხე. მიხარია, რომ, დუნაიას თქმის არ იყოს, ყველა ბლოგი დილით ადრე ავდექი-თ არ იწყება. მე კი სწორედ ასეთი პოსტის წერის ხასიათზე ვარ ამ წუთას...
ახლა, რომ არ ვიცი, ისე ვარ. არც კარგად, არც ცუდად. თითქოს მიხარია, მაგრამ თან არ მიხარია. მოკლედ, სახელს ვერ ვარქმევ ჩემს განწყობას.
დღეს პირველად დავტოვე ჩემი შვილები მთელი დღით. ხვალაც ასე იქნება, ზეგაც, მასზეგაც. ასე იქნება არ ვიცი როდემდე. ვიდრე დედა კარგად არ გახდება, ვიდრე დედა და ჩემი ვარშავაში არ დაბრუნდებიან, ვიდრე მე არ წამოვალ საქართველოში. დაუსრულებლად გრძელდება ეს ვიდრე...
ქართველი ექიმები სხვანაირები არიან, გულისხმიერები, ადამიანურები. მათთვის ავადმყოფი პირადი ნომერი არაა, ავადმყოფი ადამიანია. ნუ შემედავებით, გთხოვთ.
ოქტომბრის მერე რამდენითვე გავიდა? ექვსი? შვიდი? ასე მგონია, უფრო მეტი. რამდენი რამე შეიძლებოდა გაეკეთებინა ექიმს ავადმყოფისთვის? გაესინჯა?-კი. გამოეკვლია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?-კი. მკურნალობა დაენიშნა?-კი. თბილი სიტყვით გაემხნევებინა?-კი. ეს ყველაფერი და კიდევ ძალიან ბევრი შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ იყო მხოლოდ გამოკვლევა, დიაგნოზი, ერთი ქიმია და მერე, 4 თვე ძებნა კარდიოლოგისა, რომელიც დაწერდა - ავადმყოფის გულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეუძლია გააგრძელოს ქიმიათერაპია. რატომ გვინდოდა ამ სიტყვების დამწერი კარდიოლოგის პოვნა? ქიმიოთერაპევტის დაჟინებული მოთხოვნა გახლდათ ასეთი. 4 თვე რატომ ვეძებდით? კარდიოლოგის პრეროგატივა არაა, ქიმიოთერაპევტს ქიმიის კურსის დანიშვნა-არდანიშვნის შესახებ კონსულტაცია გაუწიოს, რადგან ქიმიოთერაპიაში კარდიოლოგის აზრი და დასკვნა არაკომპეტენტურია... არაკომპეტენტურობის შესახებ ჩვენ ვიცოდით, კარდიოლოგებმაც იცოდნენ, ქიმიოთერაპევტმა არა. არც ქონდა სურვილი, ცოდნოდა. ალბათ, მეასე კარდიოლოგიური გამოკვლევის ფურცელს ალბათ მეასედ გვიბრუნებდა უკან და ალბათ მეასედ გვეუბნებოდა -აქ არ წერია, შეუძლია გააგრძელოს ქიმიოთერაპია. ბოლოს, ორი კვირის წინ, ძალიან კარგი და ჩინოსანი ახლობლის წყალობით, კარდიოლოგიის ცენტრში სამდღიან-ღამიანი გამოკვლევის შემდეგ ნანატრი სამი სიტყვა გვაჩუქეს. ეს სამი სიტყვა ქიმიოთერაპევტს მივუტანეთ-ოთხშაბათს. იმან, ხვალ დაგვიბარა, ქიმიაზე. ხვალ კი გვითხრა, რომ -დაგვიანებულია, სახლში წოლა და... მოკლედ, წინა პოსტში დავწერე რაც დაგვინიშნა. ხუთი თუ ოთხი თვის წინანდელი ტომოგრაფიისა და ექოსკოპიის დასკვნების შემდეგ მხოლოდ კარდიოლოგიური გამოკვლევების დასკვნები ქონდა ნანახი, გასინჯული არ ყავდა ამ ხუთი თუ ოთხი თვის განმავლობაში ავადმყოფი და მაინც სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანა... მერე, ისედაც ძალიან დასუსტებული და ცუდად მყოფი დედა უფრო დასუსტდა და ცუდად გახდა. ის პატარა იმედის ნაპერწკალიც ჩაუქრა და...
ქართველი ექიმები სხვანაირები არიან, გულისხმიერები, ადამიანურები. ძველი, აქ გაკეთებული ანალიზებისა და ექოსკოპია-ტომოგრაფიების შესწავლის შემდეგ დედას უთხრეს, რომ ადრე ჩაიქნია ცხოვრებაზე ხელი. ხვალ თავად გაუკეთებენ ქხოსკოპიასაც და ტომოგრაფიასაც. ხვალ ეტყვიან, ოპერაციას გაუკეთებენ თუ ჯერ ქიმიის კურსს ჩაუტარებენ და მერე ოპერაციაზე იფიქრებენ. ხვალ ამას ეტყვიან, გუშინ მთავარი თქვეს. გუშინ ჩემმა დამ მითხრა, დედას თვალებში სხივი დავინახეო. დღეს მითხრა, უფრო ძლიერად ანათებს ის სხივიო.
და ვიცი, მჯერა, კიდევ დიდხანს არ ჩაქრება სხივი დედაჩემის თვალებში.
და დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ დიდი სიამოვნებით მივუძღვნი ძალიან პოპულარულ სამ სიტყვას სამსიტყვამომთხოვნ პოლონელ ქიმიოთერაპევტს!

10 komentarze:

ჯუნა комментирует...

"და ვიცი, მჯერა, კიდევ დიდხანს არ ჩაქრება სხივი დედაჩემის თვალებში" -
ღმერთმა გისმინოს ლოლიკა....

Unknown комментирует...

ძალიან კარგი ბლოგი გაქვს...იმედია, მალე გამოჯანმრთელდება დედშენი...დიდხანს და ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ.

Katieé.Ge комментирует...

არასოდეს ჩაიქნიოთ ხელი და რაც მთავარია, თვითონ ადამიანმა არ უნდა ჩაიქნიოს, თორე სხვა ვეღარავინ უშველის.

ბებია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდამეცვალა, ყოველთვის მეუბნებოდა, ბებო წამლით კი არა, რწმენით განიკურნებიო. ამ დროს თვითონ ექიმი იყო.
ღვთის რწმენას არ გულისხმობდა მაინცდამაინც, ათეისტურ ეპოქაში იყო დაბადებულ–გაზრდილი. იმედს გულისხმობდა, რაც რწმენაა, აბა რა არის.

ასე რწმენით, სიცოცხლის სურვილით და ჩვენი მონდომებით და არდანებებით ბოლო 6–7 წელი სასწაული შეძლო, 3 ინსულტი გადაიტანა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე, 3ჯერ ნაინსულტარს აზროვნების უნარი არ დაუკარგავს.

ადამიანს ყველაზე მეტად უიმეტობა და დანებება ანადგურებს და უსწრაფებს სიცოცხლეს, მაშინ მკურნალობაც აზრს კარგავს.

ცხოვრებას სიცოცხლის რამდენიმე ზედმეტი დღეც რომ გამოღლიტო უკვე დიდი საქმეა, ამიტომ მთავარს გისურვებთ, ბრძოლის უნარი და იმედი არ დაკარგოთ და ასე რამდენიმე–რამდენიმე დღის გამოღლეტით დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს იცოცხლებს დედათქვენი :))

ბოდიში, რომ ამდენი დავწერე უცხო ადამიანის ბლოგზე.

ლოლიკა комментирует...

გეთანხმები ყველაფერში, რაც ზემოთ დაწერე. იმედი ყველაფერია და არ შეიძლება ერთი წამითაც კი მისი დაკარგვა.
დედაჩემს იმედი დაუკარგეს და ყველას გასდაოცრად, (გასაოცრად იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი ქალი იყო მთელი ცხოვრება)დანებდა. მაგრამ, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ სულ სხვანაირია თურმე. ამას ჩემი დაც მეუბნება და თავადაც ვგრძნობ, როცა ტელფონით ველაპარაკები. იმედიც დაუბრუნდა და ბრძოლისთვისაა განწყობილი, სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლოს. და მართლა მჯერა, რომ გაიმარჯვებს.
შენ კი დიდი მადლობა, რომ ამდენი დაწერე უცხო ადამიანის ბლოგზე:).

ლოლიკა комментирует...

მადლობა ჯუნა.
მადლობ, რომ ახლოს მიიტანე გულთან ჩემი ტკივილი და მადლობ, რომ ხშირი სტუმარი ხარ ჩემი :)

Unknown комментирует...

კარგი მინდოდა ყოფილიყო qristina, მაგრამ ვეღარ ვახერხებ წერას. ისე ყოველ რამე შემოვდივარ ხოლმე მაინც და ვესიყვარულები :).
მადლობა კეთილი სურვილისთვის ჩემო კარგო. შენ ბლოგზე ვერ შემოვდივარ, არ მიშვებს :(

Geo комментирует...

ინგა ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძალიან ძლიერ, ჭკვიანი და საყვარელი. ღმერთი გფარავდეს შენს ოჯახს და დედაშენს

Geo комментирует...

ინგა შემეხმიანე რააააა

donaflora комментирует...

ინგა ,ჯიუტად შემოვდივარ შენთან,მაგრამ აღარ ჩანხარ,რატომ?რა ხდება შენთან? როგორ ხართ?როგორ გყავს დედა და შვილები გთხოვ გამაგებინო,თუ სურვილი გექნება რათქმაუნდა....მიყვარხარ!

Mizi Margueron комментирует...

ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ გამეყვანა, მაგრამ ის არასდროს მჯეროდა მართლწერის, მე სხვა არჩევანი არ მქონდა, რომ შევეცდები შელოცვა, და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას