rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

пятница, 8 апреля 2011 г.

მზის შვილები

გამარჯობა. მე პატარა ნინოს დედა ვარ. ნინო დაუნის სინდრომითაა დაბადებული. მიუხედავად იმისა, რომ "დაუნის სინდრომი" ხშირ შემთხვევაში უარყოფით ემოციებს იწვევს ამ სინდრომთან არშეხების მქონე ადამიანებში, ნინო და დაახლოებით 5 მილიონი დაუნის სინდრომის მატარებელი ადამიანი მხოლოდ ამ ორი სიტყვით განსხვავდებიან ჩვენგან. განსხვავება კიდევ ერთ რამეშია - მათი ნაწილი საზოგადოებამ მიიღო, ნაწილი არა. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ საზოგადოება ცუდადაა ინფორმირებული ამ სინდრომის შესახებ. ნებისმიერი, ვინც ნინიკოს ნახავს, მერწმუნეთ, მას ვერასოდეს დაივიწყებს. ვერ დაივიწყებს განა იმიტომ, რომ დაუნის სინდრომითაა დაბადებული, იმიტომ, რომ ნინო საოცარი ბავშვია - ლამაზი, კეთილი, თბილი, ჭკვიანი. უპირობოდ უყვარხარ და მასთან ურთიერთობა იმდენ დადებით ემოციებსა და მუხტს გაძლევს, შეუძლებელია ბავშვი გულწრფელად არ შეგიყვარდეს. ასეთი მხოლოდ ნინო არაა... მათ მზის შვილებს უწოდებენ. ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდებაც აქედან მოდის და ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ საზოგადოებას კარგად გავაცნოთ ამ გენეტიკური მახასიათებლით დაბადებული ადამიანები. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია დაინახოს მათი მზიანი გულები :)

2 komentarze:

Mallorie комментирует...

ყველაზე თბილები და საყვარლები არიან.. <3
ჩემი და ექიმობას აპირებს, ჰოდა, დაუნი ბავშვები-მეთქი რომ ვამბობდი, სულ მისწორებდა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიო..
მეგობარიც მყავს, რომელიც აპირებდა მათთვის აქცია მოეწყო და მოკლედ, ყველანაირად დახმარებოდა, მაგრამ ერთ-ერთ 'სახლში' რომ მივიდა, არ გვინდა დახმარებაო. : ))

ლოლიკა комментирует...

Mallorie, ვეთანხმები შენს დას :). დახმარებაზე უარი თქვეს მშობლებმაო, წერ. ერთი მიზეზი ეგეცაა, რისთვისაც გადავწყვიტე ამ ორგანიზაციის შექმნა. 5 თვეა საქართველოში ვარ და ჯერ ქუჩაში დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვი არ შემხვედრია.შემთხვევით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედა გავიცანი და ისიც ანალოგიურს ამბობს, რაც შენ თქვი და ისიც, როგორც მე, იბრძვის იმისათვის, რომ დედებმა შვილები ფარდების უკან არ დამალონ.