rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

суббота, 1 мая 2010 г.

გამარჯობა, მა!




(ფანჩატური კაკლის ხეზე :))


-ალო, გისმენ!
-გამარჯობა, მელო, როგორ ხარ?
-გამარჯობა დაიკო, ვერ გიცანი.
-ხო ხარ ღირსი, ყურმილი გაგითიშო. რა დაიკო, მე ვარ, მა.
-უი, ბარდღუნია, რავა ხარ შვილო, რავა ვერ გიცანი მამა, უცბად ვერ გიცანი თორე.
-რას შვები, მა, როგორ ხარ. ხო არ დაბერდი ბიჭო?
-ბებერი ხარის რქებიც ეწევიანო, მამა, ხო გაგიგია, მასე ვარ მეც. მამენატრეთ ძალიან, თქვე მაიმუნებო. აღარ ჩამოდიხართ გოგო?
-რა ვიცი, მამა, ამ ზაფხულს ვაპირებთ და ვნახოთ...
-ბოვშები მენატრებიან, შვილო. მაგათი ველოსიპეტები აქანა კიდია ბეღლის კედელზე, არ ვაკარებ არავის. ბურთი დაჩუტულა გოგო და ვერ გავაბერიე, კამერა გოუფუჭდა ეტყობა.
-შენი ჭირიც წაუღია, მეტი სადარდებელი არ გქონდეს რა...
-ბოვში რო ჩამოვა და არ დახვდება აბა. ის ფანჩატური, კაკლის ხეზე რო გოვუკეთე, უფრო გავამაგრე, მამა. კიბე გამოვუცვალე და პოლიც შევცვალე. ბიჭები მევიხმარე, თორე მარტო რას ვიზამდი.
-ეგ მეც კი გამეხარდა მელუა :) , სხვა, შენ როგორა ხარ.
-მე რა მიჭირს გოგო, ქე გამომაღამდა თვალები თქვენ ლოდინში მარა, არ შეგიძლიათ, ეტყობა, თუ არა, ხო ჩამოხვიდოდოთ.
-კი, მამა. ამ თვეში ვერ გამოგიგზავნეთ, მა, ფული და, რას შვები, რას ჭამ?
-არ ინერვიულო, შვილო. ის კიდე შემომრჩა ცოტა. რაში უნდა დავხარჯო, მამა, პაპიროსს თუ ვიყიდი და შაქარს და პურს, თორე ისე ქე მაქვს ყველაერი სახში.
-რა გაქვს, მამა, მამიდამ ძლივს დადის, ფეხები ტკივაო და...
-კაი, ნუ იცის მაგან გადამეტება, რა ძლივს დავდივარ. პამიდორი და კიტრი მოვიყვანე მამა, ბადრიჯანიც მექნება წლეულს, მწვანილი ჩემგან მიაქვთ მეზობლებს. ძროხას შეუნგრევია კარები და მომასწრო და ერთი პირი კი გადამიჭამა, მარა სუხოს დოუნახია და გამორეკა მალე. წიწილებიც დავზარდე წელს მამა და რო ჩამოხვალთ სუ სახლის ვარიები უნდა გაჭამოთ. ძროხა მაწვალებს ცოტას, ხბოს არ იკარებს და შრატით ვზრდი იმ საწყალს.
-ყოჩაღ, მელუა, აღარ ხუმრობ, ხო იცი. ძაან მოგიქაჩლებია თავი :)
-იჰ, ვენახი გვაქვს მამა, გეიხარებთ რო ნახავთ. ქე მეშინოდა, არ ივარგათქო, მარა, ისე დეისხა წელს, ერთი ოთხი ტონა ქე უნდა მეიკრიფოს.
-უფ, ჩვენი ძველი რქაწითელისნაირი მაინც არ იქნება და...
-დაგიტოვეთ მამა, სამი პლანი დავტოვე ისიც. ძაან არი დაბერებული და რა მექნა აბა, გოგო.
-ყოჩაღი ბიჭი ხარ, მელო, ყოჩაღიიი.
-გოგო, ბოვში რავა არის. რო დამანახე მაშინ კომპიუტერში, სუ არ დევიჯერე არაფერი მამა. ლოქოა ეგ მაიმუნი.
-ვინ არი, ლოქო, ბიჭო...
-ანოზეც ქე მეჩხუბებოდი, სინდიოფალას ნუ უძახიო, მარა,ქეა ყველაზე ლამაზი სინდიოფალაი და...
-კაი, ხო, გეხუმრები, რაც გინდა ის დაუძახე :)
-ჰო, მამა, დამოკოცნე ბოვშები. დედაშენი რავა არის?
-არის რა, რა გითხრა აბა.
-არ უნდა შეშინდეთ, მამა. ყოჩაღია დედაშენი და კაათ გახდება.
-ხო, მამა.
-გიგა რას შვება, ცოლი ხო არ მოყავს მაგ მამაძაღლს :)
-გაჩუმდი, რა დროს ამის ცოლია...
-აქ ქე დაძვრებოდა გოგუებში და...
-არც აქ აკლებს, მაგრამ... სხვას რას იტყვი ახალს?
-ბენია დავასაფლავეთ გასულ შაფათს მამა.
-უი, საწყალი, რა დროს მაგის სიკვდილი იყო.
-ჰო, უცბად მოკვდა ცხონებული.
-აღდგომას მოილხენდით ალბათ, ყველა ჩამოვიდოდა.
-აპა რა ქნეს. ჯერ აქანა გევედით ბებიას საფლავზე და მერე ნანუასთან წევედით ყველა, დეზოს წოვუქციეთ თითო ჭიქა... ძაან არი მოტეხილი ნანუა...
-ველაპარაკე ტელეფონზე, მა. შენ ხო არ ეპარები კიდე ორნახადს, ჰა?
-არა, შვილო, თქვენ თავს ვფიცავარ. ერთი ჭიქის მეტი არ დამილევია აღდგომასაც. სუ არ ვსვამ მამა, სადღა შემიძლია, მოვრჩი უკვე მაგ ამბავს.
-ჰოდა ძალიანაც კარგი. თავს გაუფრთხილდი, რა, მამა...
_აბა რას ვიზამ გოგო, აქ მეტი არავინაა და ტავსაც თუ არ გოვუფრთხილდი, რა ვყოფილვარ მაშინ :)
-ჰო, სიცილში გამიტარე, აბა შენ იცი...მა, უნდა გავთიშო უკვე, გაიღვიძა შენმა ლოქომ და მივხედო უნდა.
-მიდი, მამა, გეიხარეთ შვილო, გეიხარეთ. ჩამოით დროზე.
-კაი, მამა, გკოცნი, ყოჩაღად იყავი და დაგირეკავ ამ დღეებში კიდევ.
-მიდი, შვილო, გკოცნი ბარდღუნია. კარქათ იყავით, მამა, კარქათ...

15 komentarze:

piccolina комментирует...

რა თბილი დიალოგი იყო :)) მესიამოვნა წაკითხვა

ლოლიკა комментирует...

მონატრებული გვყავს ერთმანეთი :).

Geo комментирует...

ძალიან მაგარი გოგო, ძალიან ნიჭირი და ძალიან სევდიანი :))

ლოლიკა комментирует...

ძალიან დიდი მადლობა, Geo :).
ნიჭიერი ისე რაა, სევდიანი-კიიი. მაგჰარი -ეგ მართლა არ ვიცი :)

Geo комментирует...

ნიჭიერი, ნიჭიერი და ძააააააააააალიან ნიჭიერი,

Geo комментирует...

მხოლოდ სევდიანები, სახლში სხედნა და ტირიან, ნიჭიერი სევდიანები კი შუარამისას კომპთან ჯდებიან და ასეთ არაჩვეულებრივ რამეებს წერენ.

არ გამიპროტესტო :)

ლოლიკა комментирует...
Этот комментарий был удален автором.
ლოლიკა комментирует...

ჩუმად ვარ, არ გეპასუხები :)

Nicole комментирует...

ძაან მაგარია, სეს, მომენატრა მამაშენის წალამზე შემწვარი მწვადი!

ლოლიკა комментирует...

მერე ეგ რა პრობლემაა, შენც ჩემსავით 3000 კილომეტრი არ გქონდეს გასავლელი :). ჩადი და გმასპინძლებს, მწვადსაც შეგიწვავს წალამზე და გოჭსაც, თონეში :)

Katiée.Ge комментирует...

უი, ეს ნამდვილი დიალოგია?
მე ჩანახატი/მოთხრობა მეგონა ... :/

Анонимный комментирует...

მეც მინდა ფანჩატურიანი სახლი ...

ლოლიკა комментирует...

sunwaited, ვობის დიდი სურვილი იყო სახლი ხეზე და ჩემი დიშვილების წყალობით ამიხდა სურვილი :)

Анонимный комментирует...

ძალიან საყვარელი დილოგია. გული ამიჩუყდა მართლა.

ლოლიკა комментирует...

greenmar :). მამაჩემის და ჩვენი დიალოგების მოსმენა ერთ რამედ ღირს :)