მე ვარ - ი. მ. ლ.(ცხონებული გივია თევზაძისა და მეგობრებისთვის ვიყავი და მარად ვიქნები-სესტრა).
ჰასაკით - სრულ, ანუ 42 წელს თვენახევრის წინ გადავაბიჯე.
ბავშვობაში ვიყავი - მიამიტი, გულუბრყვილო და როგორც მამიდაჩემი მეძახდა, ბოჩოლა.
ახლა - ვარდისფერი სათვალე სადღაც, გზაში დამეკარგა, მაგრამ მე ისევ ისეთივე მიამიტი და გულუბრყვილო ვარ და მამიდაჩემი ისევ მეძახის ბოჩოლა-ს.
იძულებით - ვცხოვრობ პოლონეთში.
მუდამ მენატრება - საქართველო, მამა და მეგობრები.
ვერ ვიტან - სიცივეს(ოცი წელია, შიგა და შიგ გამონათებებს თუ არ ჩავთვლი, თეთრი დათვების ქვეყანაში ვიყინები)
მივარს - ძილი, ყავა და კრატუნა გოჭის ხორცი, რომელიც აგერ უკვე 3 წელია, ჭამას ვინ ჩივის, თვალითაც არ დამინახავს :((
ვტირი - "ჭრიჭინა"-ს ყურების დროს, ჯერ ერთმანეთის და შემდეგ, ჭრიჭინას მოტირალ ბებიებთან ერთად.
ვიცინი - ამ ბოლო დროს იშვიათად, მაგრამ, გულით.
ადრე - მჯეროდა, რომ არსებობდა მარადიული სიყვარული.
ახლა - ისევ მჯერა.
ვნანობ-არაფრისთვის და არავისთვის ნაცხოვრებ თითქმის ნახევარ საუკუნეს.
მტკივა - 28 იანვარი და ნინო.
მიხარია - 1 მარტი, 27 იანვარი, ანი და ნინო.
არასოდეს ვკარგავ - იმედს.
იმდი მაქვს - ყველაფერი კარგად იქნება.
მინდა დამავიწყდეს - არაფერი.
მინდა მახსოვდეს - ყველაფერი.
მეშინია - დროზე ადრე სიკვდილისა და ძაღლების.
მიზანი - შვილებს ერთმანეთის და ზოგადად, ადამიანების სიყვარული ვასწავლო.
საყვარელი წიგნი - "ანა კარენინა".
საყვარელი ფილმი - "ერთი სიყვარულის ამბავი"
ბოლოს წავიკითხე - გუშინ, "დაჩის ზღაპრები":)
ბოლოს ვუყურე - დღეს დილით, "ფიფქია და შვიდი ჯუჯა".:)
ძალიან მინდა - მამასთან, სოფელში...
სიამოვნებით ვიმოგზაურებდი - წარსულში...
მოვკვდები - შვილებისა და დედისათვის.
ვცოცხლობ - შვილებისთვის.
ცხოვრება - სასტიკია და ულმობელი. ამავდროულად, საოცრად მშვენიერი და სასურველი.
მჯერა - ყველა გზა სადღაც მიდის. ვინც ამ გზაზე შეჩერდება, იგი ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს...
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
7 komentarze:
ახლა რა გინდა, რამდენჯერ უნდა მატირო? :)
"დაჩის ზღაპრები"
მიყვარს
shen xar adaminai romelic grdznobs kvelas da kvelapers mikvarxar da mchirdebi :*
ჩემს უფროს შვილს, ანის უყვარს ძალიან დაჩის ზღაპრები, რა თქმა უნდა, მეც :)
დიდი მადლობა. მეც მჭირდებით - ერთი სუნთქვით ამოსულს "გამზიარებელი" ჭირდება :)
მე მომწონს შენი ბლოგი :)
მადლობა, kanario , ძალიან დიდი მადლობა :)
Отправить комментарий