четверг, 25 марта 2010 г.
მე რომ ვატკინე, ის...
მეხუთე კლასის მოსწავლე ვარ. სკოლის "ბუფეტში" ფენოვანი ხაჭაპურის საჭმელად ჩასულ კლასელებს ვუერთდები. მაგიდასთან ვჯდებით და ... -გუშინ მამაჩემმა კინოში წამიყვანა. -ამბობს ერთი. -ჩვენ ნაკრძალში ვიყავით, მამაჩემმა თევზაობა მასწავლა - აგრძელებს მეორე. - მამამ თქვა, ამ ზაფხულს სოჩაში წაგიყვანთო... -დედაჩემსაც დავყავართ ნაკრძალში, კვირას კინოშიც მივდივართ-ვცადე ამხანაგების საუბარში ჩავრთულიყავი. ყველა გაჩუმდა და რაღაცნაირად, სახელი რომ ვერ დავარქვი, ისეთი მზერით დამიწყეს ყურება. აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა და მივხვდი, რომ ამ სიჩუმის მიზეზი ჩემს მიერ ნათქვამი რამდენიმე სიტყვა იყო. ყელში მობჯენილი ცრემლების ბურთი ძლივს გადავყლაპე და "ბუფეტი"-დან უსიტყვოდ გამოვედი. ჩვენი საუბარი, ეტყობა, შეუმჩნეველი არ დარჩა "ბუფეტჩიკ" მარო ბებოს, რადგან საღამოს, სკოლიდან დაბრუნებულმა დედამ (იგივე სკოლაში იყო რუსული ენის მასწავლებელი)მკითხა, რატომ არ ვჭამე ხაჭაპური და რა მითხრეს კლასელებმა საწყენი. -არაფერი, გაკვეთილის გადამეორება მინდოდა და ადრე წამოვედი-ვუპასუხე. მეორე დღეს, სკოლაში მისულს, დედამ 20 კაპიკის ნაცვლად ქაღალდის ტკიცინა მანეთიანი მომცა და მითხრა, რომ შემეძლო ფული მთლიანად დამეხარჯა. მაგრად გამიკვირდა, თუმცა არაფერი მითქვამს და მანეთიანი სიხარულით ჩავიდე ჯიბეში. დიდ დასვენებაზე, ტრადიციისამებრ, მარო ბებოს ხაჭაპურების საჭმელად წავედით. კლასელებს მივუტრიალდი და ამაყი ხმით ვუთხარი: -დღეს დედაჩემმა მანეთი მომცა. მითხარით, ვის რა გინდათ, მე გეპატიჟებით. -მადლობა, მამაჩემმა მომცა 20 კაპიკი... მეც მომცა მამაჩემმა... მამაჩემმა... მამაჩემმა...
სკოლიდან სირბილით გამოვედი და სახლის ნაცვლად ავტოსადგურში გავიქეცი. (100 მეტრის დაშორებით იყო სკოლიდან). დედაჩემის მოცემული მანეთით ავტობუსის ბილეთი ვიყიდე და... ბებიასთან გავიპარე(ბებიასთან, რადგან მამა იმ დროს ისევ მიმაგრებაში მყოფი პატიმარი იყო). ჩემს დანახვაზე ბებია ჯერ გაიბადრა, გულში ჩამიკრა, მკოცნა, მეფერა. მერე, როცა გაიგო, რომ სახლიდან გამოვიპარე, შეიცხადა -რას ამბობ, ბებია, გაგიჟდება დედაშენი, არ გრცხვენია? ეს რა ქენი, ბებია, რა ვქნა ახლა მე... ბებია ვიშვიშით გავიდა ეზოდან...
საღამოს, უკვე დასაწოლად ვემზადებოდით, ქუჩიდან ჩემი სახელი დაიძახეს. დედაჩემის ხმა ვიცანი. ბებია გარეთ გავიდა და ოთახში ბიცოლაჩემთან ერთად დაბრუნდა. -გარეთ დედა გელოდება, ჩაიცვი, არაფერს არ გეტყვის, არაა გაბრაზებული, შენს წასაყვანად ჩამოვედით. ტახტზე მოვიკუნტე და ტირილი დავიწყე: -არ მინდა მარტო დედასთან, მამსთანაც მინდა. არ წამოვალ. ბიცოლაჩემი ხვეწნაზე გადავიდა, მაგრამ უშედეგოდ, არაფრის გაგონება არ მინდოდა. ცოტა ხნის შემდეგ ოთახში დედაჩემის შემოვიდა. მის დანახვაზე უფრო მოვუმატე ტირილს -ყველას მამა ყავს. არ მინდა შენი მანეთი, მამას 20 კაპიკი მინდა. შენც აქ დარჩი, თუ გიყვარვარ, შენც აქ დარჩი. ბებიასთან მინდა, არ მინდა ლაგოდეხში... ტირილი ისტერიულ კივილში გადამეზარდა. დედაჩემის განადგურებულ სახეს და ტკივილით სავსე თვალებს ახლაც ვხედავ. რამდენჯერმე ცადა დავემშვიდებინე, მაგრამ მე უარესი მემართებოდა... მერე დედა ბებიამ გაიყვანა. დიდხანს მესმოდა მისი ტირილი, ძალიან მეცოდებოდა დედა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მე დავრჩებოდი, დედა აღარ წავიდოდა და როგორც მაშინ ეძახდნენ, დანგრეულ ოჯახში აღარ გავიზრდებოდით მე და ჩემი დები. შევცდი... დედა წავიდა...
მეორე დილით ბებია გაბრაზებული სახით დამადგა თავზე, ლოგინიდან წამომაგდო და მითხრა, რომ დედაჩემისნაირი დედის ღალატი შვილს არ ეპატიება, რომ მე საშინელება ჩავიდინე. ასეც რომ არ იყოს, ის მოხუცია, ვერ მომივლის და მინდა თუ არა, დედასთან უნდა დავბრუნდე... მომკიდა ხელი და პირდაპირ სკოლაში მიმიყვანა...დედა სკოლაში არ დაგვხვდა... მერე სახლში წავედით. ჩემი დები მეზობელთან იყვნენ, დედაჩემი კი, საავადმყოფოში... მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ მეჯავრებოდა მაშინ ჩემი თავი და როგორ მრცხვენოდა დედაჩემის. როგორ მინდოდა მასთან მისვლა, ჩახუტება, მოფერება, ბოდიშის მოხდა. როგორ ძალიან მინდოდა, მარტო დედასთვის კი არა, ყველასტვის მეთქვა, რა ძალიან მიყვარს... საავადმყოფოში პალატის კარებთან ავიტუზე და შორიდან ვუყურებდი დედას, ახლოს მისვლა, ვიდრე თავად არ დამიძახა, ვერ თუ არ გავბედე... რაღაცნაირი იყო, სხვნაირი... ოღონდ ისევ ისე, ძველებურად ვუყვარდი...
ის კვირა ბებია ჩვენთან დარჩა, მერე დედა დაბრუნდა... და მე და ჩემი დები ისევ დანგრეულ ოჯახში ვიზრდებოდით...
მერე დედა ხშირად ავადმყოფობდა...
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
11 komentarze:
shenma nawerebma shemdzra!
ყველა პოსტი წავიკითხე მაგრამ ამან განსაკუთრებულად იმოქმედა რაღაცნაირად.. 3 წლის ვიყავი მამა რომ ომში წავიდა და აღარც დაბრუნებულა. ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ყველა სახლში კაცი რატომ ეძახდნენ ბავშვები მას მამას..მე კი ვერავის. მერე ჩემს ძმას დავუძახე ერთხელ მამა და წამეჩხუბა :(
რა ძლიერი ადამიანი ხარ. მეც მინდოდა ცხოვრება ბებოსთან ერთად თითქოს მამაჩემის სიახლოვეს ვგრძნობდი იქ :( მეც დანგრეულ ოჯახში ვცხოვრობდი ალბათ.
ძალიან ძნელია, როცა "ყველასნაირი" ხარ და თან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანით განსხვავდები ყველასაგან. უფროსებს გონიათ, ბავშვი ნაკლებად შეიგრძნობს ტკივილს, არა და, მაშინ, ბავშვობაში ნატკენი არასოდეს რჩება... სულ ორი სიტყვა თქვი შენი ბავშვობის შესახებ და ისე თქვი...
არ ვიცი, დანგრეული ოჯახის გემო არ განმიცდია, მაგრამ წარმომიდგენია, თუ რა ძნელია, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მითუმეტეს. არ ვიტყუები, ტირილით გავსკდი. ცრემლებს ახლაც ვერ ვიჩერებ:) რაც მთავარია, ძლიერი ადამიანი ჩანხარ. ვატყობ, ცხოვრებაში ბევრი ტკივილი გადაგიტანია. არ მიყვარს ამ სიტყვების თქმა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება:)
"უფროსებს გონიათ, ბავშვი ნაკლებად შეიგრძნობს ტკივილს" მართალია, ასე გონიათ. მაგრამ ბავშვობაში განცდილი ტკივილი ყველაზე ძალიან გტკივა, როცა ბოლომდე აზრზე არ ხარ მოსული და ვერც კი არკვევ რა და რატომ ხდება :|
კი, კივი, ნამდვილად მასეა. საკუტარი გამოცდილებით ვიცი და ყველანაირად ვცდილობ და ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რომ მომაცალსი ჩემმა შვილებმა ტავიანტ ბლოგს ტკივილიანი არა და სიხარულიანი ან ბედნიერი ბლოგი დაარქვან :).
cremlebi wamomivda rom vkitxulobdi.. me ar mesmis sheni imitom rom dedac myavs da mamac, mokled sakmaod bednieri ojaxi myavs magram.. ravici ra gitxra.. dzalian mookmedebs chemze eseti postebi.. :(
-გული ამომიდუღდა,თავი შევიკავე თორემ ,ცოტაც და ხმამაღლა ავბღავლდებოდი...არ დავასახელებ ერთ ფორუმზე დავდე ბავშობის მოგონება თუ,როგორ მენატრებოდა" გაქცეული" მამა...ისე მწარედ დამცინეს,იქ ასაკოვანმა ქალბატონებმა,რომ ახლაც ამის გახსენებაზე გული "მერევა" მათზე...
tkveni jer -jerobit ramodenime posti wavikitxe marto da getyobat, rom dzalian sevdiani warsuli gkondat)) bavshvi dzalian upro swored yvelaze metad grdznobs am tkivils, romelic arasodes aviwydeba))
ar shemidzlia ar avgnishno is ro am adamianis tkivili sakutarivit shevigrdzeni. guli kidev upro damimdzimda da metkina. magram es cxovreba xom erti didi scenaa sadac chven, marionetebs sxvadasxva roli gvergo. cxovreba chvenze tamashobs, chven ki vcdilobt dakisrebuli roli bejitad avitvisot da shevasrulot ushecdomod magram, arsebobs ki ushecdomo adamiani? arsebobs cxovreba tkivilis gareshe? ratqmaunda ara!!! chven ubralo mokvdavebi vart, dedamicaze droebit movlenilni sadac tkivili mepobs. magram gamovirchevit gonierebit, chvenze bevria damokidebuli, amitom nu davemonebit tkivils, uku vagdot igi da shevecadot sanam varsebobt vpovot bedniereba. uplis cyalobit da shemceobit yovelive kargad iqneba...
ძნელია ცხოვრება....
Отправить комментарий