rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

четверг, 25 марта 2010 г.

ტკივილი, რომელიც...


მეექვსე კლასის მოსწავლე ვარ. ჩემი შუათანა და მესამე კლასშია, უმცროსი წელს პირველად მივიყვანეთ სკოლაში, ნოლ ჯგუფში დადის...
ერთ დღეს დედა სკოლიდან არ დაბრუნდა. ჩვენთან მეზობლები შემოდიან. არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ვხვდები, რომ რაღაც ცუდი ხდება. -დედა ცუდადაა, ამაღამ ჩემთან წამოხვალთ-მეუბნება ერთი მეზობელი. სასტიკ უარს ვეუბნები და დებს დასაძინებლად ვამზადებ. მეორე დღეს დედას სანახავად მივყავარ მეზობელს -წუხელ თბილისში გადაიყვანეს-გვეუბნებიან საავადმყოფოში. სამი თუ ოთხი დღე მეზობლები გვაქცევენ ყურადღებას. მერე ჩვენს ტანსაცმელს ჩანთაში ალაგებენ და სამივე და სადღაც მივყავართ... "რაიონის სკოლა-ინტერნატი"-წავიკითხე შენობაზე გამოკრული დაფა. ტირილს ძლივს ვიკავებ... მეზობლები ინტერნატის დირექტორს "აბარებენ" ჩვენ თავს და მიდიან...
სამივე და ერთმანეთის გვერდიგვერდ დაგვსვეს, ცელოფანის წინსაფრები აგვაფარეს და... თავი გადაგვხოტრეს. მერე აბაზანაში, უფრო სწორად, აბანოში წაგვიყვანეს და დეზინფექცია ჩაგვიტარეს. მერე ოთახებში გაგვანაწილეს. ბევრი ვეხვეწე დიასახლისს, ჩემ დებთან ერთად დავეწვინე, მაგრამ ასაკის გამო სამივე სხვადასხვა ოთახში გაგვიშვეს, თუმცა, მერე თავად დიასახლისმა ხელში აყვანილი მოიყვანა ტირილით გულამომჯდარი ჩემი პატარა და ლოგინში ჩამიწვინა...
რამდენიმე დღის შემდეგ ლამის კივილით შემოვარდა ბებიაჩემი ინტერნატის ეზოში-მოგიკვდეთ ბებია, შვილი, რა უნდათ ამ ბოვშებს ინტერნატში!!! -სუ ტყუილად იკივლა ბებიამ-დედა საავადმყოფოშია, ბავშვებს მომვლელი არ ჰყავთ, მამა პატიმარია, ბებიას კიდე უფლება არ აქვს ბავშვები წაიყვანოსოოო...
მხოლოდ 2 თვის შემდეგ მოახრეხა ბებიამ და დედას სანახავად წაგვიყვანა...
დედას სიმსივნე აღმოაჩნდა... ჩვენს დანახვაზე ძლივს წამოჯდა საწოლში. ძალიან იყო შეცვლილი, ყვითელი ფერის, გამხდარი, სულ სხვანაირი... არ შემიძლია (არც მინდა)იმის მოყოლა, რაც მაშინ იმ პალატაში ხდებოდა. ტიროდა ყველა-დედა, ავადმყოფები, ექიმები, ჩვენ... ერთი საათის შემდეგ ძლივს გამოგვიყვანეს პალატიდან... ჩვენ ლაგოდეხში დაგვაბრუნეს, ინტერნატში, დედაჩემი კი 2 დღის შემდეგ მოსკოვში გადაიყვანეს...
ინტერნატში 6 თვე ვიყავით... სამი მშობლებიანი ობოლი... ამ 6 თვეში დედა რამდენჯერმე გარდაიცვალა... მერე მამა გაანთავისუფლეს და უპატრონო და ობოლი ბავშვების სტატუსი მოგვეხსნა...
ღამის პირველი საათია... მამას და ჩემს დებს ძინავთ, ბებიას ყველი ამოყავს, მე "ილუზიონს" ვუყურებ... ვიღაცამ დამიძახა... ძალიან ნაცნობი ხმაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომეჩვენა... ისევ დამიძახა ვიღაცამ. ბებიას შევხედე... ის მე მიყურებს... მერე ბებიას წათხიანი ქვაბი ხელიდან გაუვარდა, მე კარებისკენ გავიქეცი... დერეფანში დედაჩემი დგას... გამხდარი, ფერწასული, სხვანაირი, მაგრამ, დედაჩემი...
2009 წლის ოქტომბერი... დედა ნაღვლის ბუშტის ტკივილმა შეაწუხა...ეხოსკოპიამ მუცლის ღრუს ტომოგრაფიის გაკეთება მოითხოვა... დედა და ჩემი და ვარშავის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში წავიდნენ... მერე დედა მარტო დაბრუნდა სახლში. რაღაცნაირია, ფერწასული, სხვანაირი...
-კიბო მაქვს -თქვა და ატირდა...

7 komentarze:

Анонимный комментирует...

სანამ პოსტის კითხვას დავიწყებდი, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ერთი + გქონდა ჩემგან.
მაგრამ წავიკითხე და ეს რა იყო ?????
ერთანად შემძრა : | თავიდან სიმართლე მეგონა, მერე გადავიფიქრე, მერე ისევ ...
ერთი სიტყვით, კარგად მოახერხე მკითხველზე ზემოქმედების მოხდენა, მშვენიერი სტილია წერის.
ვიმედოვნებ აქ რეალური ამბავი არ აგისახავს.
ასეთი ტიპის ბლოგებზე ყოველთვის მიჭირს კომენტარის დატოვება, მაგრამ აქ ცდა ღირს, იქნებ გამომივიდეს :დ

ლოლიკა комментирует...

ჩემდა სამწუხაროდ, ის რასაც აქ ვწერ, სრული სიმართლეა. შეიძლება არაა მიზანშეწონილი, რომ ჩემ ტკივილს სხვას ვახვევ თავზე, მაგრამ დადგა მომენტი, როცა ძალიან დამჭირდა განთავისუფლება... აქ კიდევ ბევრ რამეს დავწერ და მერწმუნე(თ), არც ერთი პოპსტი მოგონილი არ იქნება. უფრო მეტიც, მოვლენების არც გალამაზებას და არც შეცვლას არ ვცდილობ. ვწერ და დავწერ იმას, რაც იყო და რაც არის...

Анонимный комментирует...

Seni yvela posti wavikiTxe da yvelaze cremlebi wamomivida :(:(:( ar vici ra davwero :(

Анонимный комментирует...

sityvebi ar myopnis gamovxato is rac vigrdzeni ubralod getkvi rom shen ar unda sheckvito cera,me nasesxebi sicocxli shemdeg ar mitiria da amatire SHEN

tatuka:) комментирует...

ukve ramodenime posti wavikitxe da cremlebs ver vikaveb.. dzalian dzlieri adamiani kofilxar... me albat gavgijdebodi..

hellmerito комментирует...

da me am istoriebs aqedan ratom vgebulob?

Анонимный комментирует...

ar shemidzlia...ra rttulia es yvelaperii))) dzalian vwuxvar..magram kargi iqneboda es yvelaperi simarrtle rom ar yopiliko)))