rss
Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites

вторник, 27 апреля 2010 г.

"+" - "-" = გრძელ ჭიას უხარია

გუშინ სასწაული მოხდა ჩემს ბლოგზე.
მკითხველს ჩემი ბოლო ორი პოსტი მოეწონა და რასაც არაფრით არ მოველოდი, ბლოგზე უამრავი, (ჩემთვის უამრავი, თორემ სხვისთვის ეს ალბათ სასაცილო რაოდენობაა)33 უნიკალური ვიზიტორი და 125 ჰიტი დაფიქსირდა. ბოლო პოსტებმა ბევრი + მიიღეს საჩუქრად. ახლა, როცა ბავშვებს ძინავთ და როცა საშუალება მაქვს წყნარად დავჯდე და როგორც ადრე ვთქვი, ჩემი ჭია გავახარო, გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა. ბლოგროლი მინუსებით შემომეგება. იმდენივე მინუსით, რამდენიც + იყო. დისკუსიებში იყო ამის წინ თემა გახსნილი პლიუს-მინუსებთან დაკავშირებით და მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ ეს პლიუსები და მინუსები პოსტის რეიტინგს ემსახურება. რომ ვთქვა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, წარმატებულია თუ არა პოსტი, ტყუილი იქნება. აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის მთავარი ეგ არ არის.

არ მინდა ვინმემ იფიქროს, მოვიდა ვიღაც დეიდა(ასაკს ვერსად გავექცევი), მოყვა ზღაპრები, კიდევ მოყვება, ზოგს თავად შეეცოდება, ზოგს თავს შეაცოდებს და რა ვიცი კიდევ...
საქმე რაშია იცით? მთელი ცხოვრება საკმაოდ აქტიური და ყველაფრის მიუხედავად, ჩემი გადასახედიდან, ლამაზი ცხოვრებით ვივხოვრე. რაც არ უნდა გამჭირვებოდა, არასოდეს დავცემულვარ, ყოველთვის მჯეროდა, რომ დღეს თუ არა, ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. აქ, ქართულ ბლოგზე თქვენთვის ყველასათვის ნაცნობი და ჩემი უახლოესი მეგობარია, ნიკოლე. მისგან ვისწავლე, არაფერი ხდება ისე, არაფრისათვის. რომ ცუდი იმიტომ მოდის, რომ ხვალ კარგმა შეცვალოს. და მე მართლა არ გამჭირვებია არასდროს - ვმუშაობდი ძალიან ძლიერ გაზეთებში და არასდროს არ ვყოფილვარ წარუმატებელი ჟურნალისტი, თუ ხანდახან სიზარმაცის გამო მომხდარ ჩავარდნებს არ ჩავთვლი. მყავს უამრავი, საოცრად კარგი და ერთგული მეგობარი, მაგრამ დღეს ისინი შორს არიან ჩემგან(ან მე ვარ შორს მათგან). აქ მყავს დედა, დები, დიშვილები, შვილები, მაგრამ არ მყავს არავინ სხვა. და ჩემში რაღაც მოხდა. დიდხანს არ მინდოდა საკუთარ თავთან მეღიარებია, მაგრამ ძალიან დიდი ცვლილება დავინახე ჩემს თავში.


სამი წლის წინ, როცა ანი სულ რაღაც 10 დღის იყო, ასეთი ვიყავი













ახლა ასეთი ვარ




სამწუხაროდ, ეს ცვლილება მხოლოდ გარეგნულ მხარეს არ ეხება. მოხდა ისე, რომ წელიწადზე მეტია სახლიდან მხოლოდ ბავშვების გასასეირნებლად ან ექიმთან გავდივარ. როდის დავლიე ყავა ბოლოს სახლის გარეთ, აღარ მახსოვს. ჰოდა, ადამიანებთან ურთიერთობა მომენატრა, მერე რა რომ უცხოებთან... ლაპარაკი მომენატრა, განთავისუფლება დამჭირდა უამრავი, სადღაც, ჩემთვის უხილავ ადგილზე თავმოყრილი უარყოფითი ემოციებისგან. და ვფიქრობ, გამოსავალს მივაგენი. ნუ იფიქრებთ, რომ, რომ არა ეს ბლოგი, სულ მთლად წასული იყო ჩემი საქმე. ბლოგი ერთგვარი გასართობია ჩემთვის. ადრე, გაზეთისთვის სტატიას რომ ვწერდი, ვცდილობდი, გაზეთის სტილიდან არ გადამეხვია და რედაქტორის გემოვნება დამეკმაყოფილებინა. ახლა, აქ, ჩემს ტკივილიან ბლოგზე ვწერ ისე როგორც მინდა და ვწერ იმას, რაც მინდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გასართობი ვიპოვე და ამით ძალიან კარგად ვგრძნობ თავს :)
რა შუაში იყო "+" და "-" ამდენი ლაი-ლაი, მაგრამ, ისევ გავმეორდები და ვიტყვი: მე ჩემს ძალიან გრძელ ჭიას ვახარებ და მინუსი ოდნავ, მხოლოდ რამდენიმე წამი თუ დამაფიქრებს, ღირს კი ეს ჭია სხვებთან ერთად გავახარო?

7 komentarze:

Анонимный комментирует...

რა ცოტაა საჭირო ჭიის გასახარებლად. :) ისე კი მეგონა უფრო მეტი ვიზიტორი გეყოლებოდა. ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს, მაგრამ უმეტესობაზე მიჭირს კომენტარის გაკეთება.

ლოლიკა комментирует...

ჰო, მეც არ მეგონა, რომ ასე ცოტა ეყოფოდა :). მე შენი პოსტები მომწონს ძალიან, (ბოლო პოსტების წაკითხვა მოვახერხე ჯერ მხოლოდ)ჩემს თავს მახსენებს, სტუდენტობისდროინდელს :).

Nicole комментирует...

ახლა რა ხდება, იცი, სეს, ვინც პლუსები დაგიწერა (ღმერთმანი, არ ვიცი, ვინ), ზუსტად იციან, რომ ორჯერ ორი ხუთია; და ვინც მინუსები დაგიწერა (არც ეს ვიცი, ვინ), კი ეჭვობენ, რომ ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ძალიან ნერვიულობენ, რატომ არ არის ხუთი! :) :)
ისე, ჩემთვის ასეთი მუნუსებიცა და პლუსებიც მაგარი სტიმული იქნებოდა. ამიტომ გაუმარჯოს მინუსებისა და პლუსების დამწერებსაც! :)

ლოლიკა комментирует...

წითელი, ტკბილი ღვინო(მშრალს და ნახევრადმშრალს ვერ ვსვამ, ხო იცი) კი მაქვს ახლა სახლში და გაუმარჯოს, სეს!

Lalena комментирует...

რა მნიშვნელობა აქვს პლიუს ან მინუს? მთავარია წერ, იმას რაც გინდა და როგორც გინდა, ამ პლიუს-მინუსის გამო ჩრჩოშჳ არ ჩაჯდე, არ გამოვიდეს, რომ ვირტუალი რედაქტორის გემოვნებას აკმაყოფილებ და არა შენს საკუთარს ;)

ლოლიკა комментирует...

არა, Lalena, სულ არ დავწერ მაშინ არაფერს :). პირიქით, ვირტუალური რედაქტორისგან მოვითხოვ,ჩემი გემოვნება დააკმაყოფილოს :)

hellmerito комментирует...

garegnulad ara,magram ise xar shecvlili,tan dzalian